გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი

30-03-2020

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ტემპერატურის მაჩვენებელი დაადგინეს, რომლის პირობებშიც კორონავირუსი ყველაზე მეტად და ყველაზე ნაკლებად აქტიურია.

მეცნიერების დასკვნით, ახალი კორონავირუსი ყველაზე აქტიურია დაახლოებით +4 ცელსიუს ტემპერატურაზე, ხოლო დეზინფექციის არარსებობის შემთხვევაში მხოლოდ 14 დღის შემდეგ მცირდება მისი აქტიურობა.

ამავდროულად ახალი კორონავირუსი ძალიან მგრძნობიარეა +70 ცელსიუს ტემპერატურაზე და ხუთი წუთის განმავლობაში კვდება. +56 ცელსიუს ტემპერატურაზე ახალი კორონავირუსი აქტიური იყო 30 წუთამდე პერიოდის განმავლობაში, +37 ცელსიუს ტემპერატურაზე ორ დღემდე პერიოდის განმავლობაში, ხოლო +22 ცელსიუს ტემპერატურაზე კი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში.

imedinews.ge




































































ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930