გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სასურსათე კალათები გადაეცათ

30-03-2020

საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის შეჩერების პერიოდში, აღსაზრდელების კვებისთვის განკუთვნილი სასურსათო პაკეტების ბავშვების ოჯახებისთვის გადაცემის ინიციატივა გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს დავით სონღულაშვილს ეკუთვნის, რაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ "გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების" მხარდაჭერით განხორციელდა.

" ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან სწორი და აუცილებელი გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად წაადგება ამ ოჯახებს. შესაძლებელია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბევრი მშობელი, რომელსაც ჰყავს პატარა და თვითდასაქმებული იყო ახლა სახლშია და შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. ასეთ დროს კი ეს სასურსათო დახმარება მათთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. აქვე გეტყვით, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა, რომელთა შვილებიც საბავშვო ბაღში დადიან, თავიანთი კუთვნილი სურსათი რამდენიმე სოციალურად გაჭირვებულ ოჯახს გადასცეს, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო. სოციალური პასუხისმგებლობა და ერთმანეთის გვერდში დგომა ასეთ დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და მისაბაძია. " - აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ინფორმაციით, სასურსათო კალათში 9 სახის პირველადი მოხმარების პროდუქტი შედის, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2252 აღსაზრდელის ოჯახმა მიიღო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930