30-03-2020
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. მათ შორის 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის თანახმად, ამჟამად კარანტინში 4978 ადამიანია, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 266 ადამიანი რჩება.