გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ვოლსკი: ეს სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების მცდელობაა

30-03-2020

„ეს არის გარკვეულწილად სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების მცდელობა დესტრუქციული ძალის მიერ, როდესაც მთავარი სტრატეგიული პოზიცია არის ხალხის ზურგს უკან ამოფარება და მთავარი იარაღი არის კორონა ვირუსის საშიშროება“,-ასე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

მისი თქმით, ეს არის გარკვეულწილად სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების მცდელობა დესტრუქციული ძალის მიერ, თუმცა, მცდელობის მიუხედავად მათ ვერ შეძლეს ვერც სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევა და ვერც საზოგადოების დაპირისპირება ხელისუფლებასთან.

„რაც შეეხება ოპონენტების საქმიანობას, მათ პატარა, მცირე რეპეტიცია გაიარეს ზუგდიდში, თუმცა, რეაგირება მათ დაგეგმილ აქციაზე საკმაოდ უარყოფითი იყო და ვერ შეძლეს ვერც სამოქალაქო საზოგადოებაში დაპირისპირების გამოწვევა და ვერც იმ შეკრებილი საზოგადოების დაპირისპირება ხელისუფლებასთან. ეს არის გარკვეულწილად სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების მცდელობა დესტრუქციული ძალის მიერ, როდესაც მთავარი სტრატეგიული პოზიცია არის ხალხის ზურგს უკან ამოფარება და მთავარი იარაღი არის კორონა ვირუსის საშიშროება. ახლა კიდევ აპირებენ ასეთ აქციებს და მე შევაფასებდი ამას ძალიან მოკლედ, ამ ორი კომპონენტით ცდილობენ, რომ დესტრუქციული პროცესები განავითარონ საქართველოში“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930