30-03-2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სწრაფი ტესტების გამოყენებას თავისი დრო და თავისი გეგმა აქვს. ამის შესახებ გახარიამ ჟურნალისტის მიერ სწრაფ ტესტებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობის ხელმძღვანელის ძირითადი ვალდებულება მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.
"ჩვენ კონრეტული გეგმის მიხედვით მივდივართ, სწრაფ ტესტებს თავისი დრო და თავისი გეგმა აქვს. თქვენ თუ ფიქრობთ რომ სწრაფი ტესტები დღეს ქვეყანაში არ არის, ძალიან ცდებით. თქვენ თუ გგონიათ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მე ვალდებული ვარ აქ ვიდგე და თქვენს მსგავს პოპულისტურ შეკითხვებს ვუპასუხო, ისე როგორც თქვენ გგონიათ რომ აუცილებელია, ძალიან ცდებით. არის საგანგებო მდგომარეობა, რომლის პირობებში, ჩემი, როგორც მთავრობის ხელმძღვანელის ვალდებულებაა მოქალაქეების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვა და არა თქვენს პოპულისტურ კითხვებზე პასუხი”-განაცხადა პრემიერმა.