გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ჯაში და მიხეილ ჩხენკელი ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამარჯვებულებს შეხვდნენ

17-03-2018

მარიამ ჯაში მიხეილ ჩხენკელთან ერთად შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის კონკურსების გამარჯვებულებს შეხვდა.


პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს მთავრობის მიერ მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სამეცნიერო წრეებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსიის ინიცირება.

კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ის ინიციატივები, რომელსაც პარლამენტი გეგმავს სამეცნიერო პროექტების ხელშესაწყობად. მაგალითისათვის, იგეგმება სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციებისათვის ბიუროკრატიული ბარიერების გამარტივება, რომ ხელი შეეწყოს როგორც სახელმწიფო დაფინანსებით, ასევე საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე კვლევით სამუშაოებს.

მარიამ ჯაშის ინიციატივით მეცნიერებთან შეხვედრა დაიგეგმება პარლამენტში და კომიტეტის წევრებს მიეცემათ საშუალება დეტალურად გაეცნონ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის ანგარიშსა და 2018 წლის პრიორიტეტებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031