გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი 5,6 პროცენტით შემცირდა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 0,3 პროცენტით გაიზარდა

31-03-2020

გასულl, 2019 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 48 296 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 25 029 ბიჭი და 23 267 გოგო. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია 5.6 პროცენტით.

2019 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა ქ. თბილისში (16 022 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (284 ბავშვი).
საქსტატის ინფორმაციით, დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით 37.9 პროცენტიდან 38.1 პროცენტამდე გაიზარდა რიგით პირველი დაბადებულის წილი. მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 23.6 პროცენტიდან 24.7 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო მეორე შვილის წილი შემცირდა 38.2 პროცენტიდან 36.5 პროცენტამდე.

2019 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 31.1 პროცენტიდან 30.0 პროცენტამდე შემცირდა. 40 წლის და უფროსი ასაკის დედების წილი 2.9 პროცენტიდან 3.8 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის ქალების წილი თითქმის უცვლელია.

2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 0.3 პროცენტით გაიზარდა და 46 659 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში (12 549 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (686 კაცი).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930