გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი:მოვუწოდებ მოქალაქეებს, აუცილებლად იქონიონ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობები

31-03-2020


საღამოს 21:00-საათიდან გადავდივართ სხვა რეჟიმზე, ე.წ კომენდანტის საათზე. მინდა, მოქალაქეებს მოვუწოდო, რომ დღეიდან აუცილებლად იქონიონ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, რადგან აღსრულების პროცესს სრულად აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შსს-ს და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლები საკონტროლო პუნქტებზე აკონტროლებენ ქალაქებს და ამ ნაწილშიც, ისევე როგორც გადაადგილებისას, კონტროლის გაადვილებისა და აღსრულების პროცესის გაადვილების მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოქალაქეების, ისე თვითონ პოლიციის თანამშრომლებისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ქონა, ამიტომ ეს არის აუცილებელი მოთხოვნა,- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.


მისივე თქმით, სიტუაციის გამწვავების პარალელურად მთავრობა პერიოდულად ამკაცრებდა ზომებს და დადგა ეტაპი, როდესაც აუცილებელი გახდა უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება.


„დღეიდან, ფაქტობრივად, ჩვენ ცოტა განსხვავებულ რეჟიმში ვიმყოფებით. კიდევ უფრო გამკაცრდა, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მთავრობის მიერ დაწესებული ზომები. ქვეყანა უკვე 10 დღეა საგანგებო რეჟიმში იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი რიგი კონსტიტუციური უფლებები მოქალაქეებისთვის შეზღუდულია, მათ შორის, შეზღუდულია გადაადგილებისა და შეკრების, სამეწარმეო საქმიანობის (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა), საკუთრების და სხვა უფლებები.

სიტუაციის გამწვავების პარალელურად, ასე ვთქვათ, ადეკვატურად, მთავრობა პერიოდულად ამკაცრებდა ზომებს და უკვე დადგა ეტაპი, როდესაც გაცილებით უფრო მკაცრი ზომების მიღებაზე უნდა გადავსულიყავით და შესაბამისად დღეიდან, ფაქტობრივად შეზღუდულია ყველა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა არა მხოლოდ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების შიგნით, არამედ საქალაქთაშორისო დონეზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ გადაადგილდებიან. დაშვებულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, შესაბამისად, ავტომანქანების რაოდენობა და კონცენტრაცია, ზოგადად, ქალაქებში შემცირებულია და ეს საკმაოდ თვალშისაცემია. გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ მსუბუქი ავტომობილები მოძრაობს და ადამიანები პროდუქტებისა თუ ფარმაცევტული პროდუქციის საყიდლად გამოდიან, თუმცა, მოქალაქეების და მანქანების კონცენტრაცია დღეს დილიდან უკვე შემცირებულია,“- აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930