გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, პენსიონერებსა და შშმ პირებს მუნიციპალიტეტმა სასურსათო პაკეტები დაურიგა

31-03-2020

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, პენსიონერი და შშმ პირებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი 50-ლარიანი სასურსათო პაკეტების დარიგება დაიწყო. პირველი ეტაპისთვის სურსათი 940 ბენეფიციარს გადაეცემა.

 

სურსათის ბენეფიციარებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნარვერიანმა გადასცა. აღსანიშნავია, რომ სურსათის დარიგება ეტაპობრივად განცხორციელდება და ყველა მოწყვლად ჯგუფს მოიცავს.

 

„დღეს მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი 50-ლარიანი სასურსათო პაკეტები პენსიონერებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და შშმ პირებს გადავეცით. საკარანტინო მდგომარეობის დროს მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულია დაეხმაროს იმ მოწყვლადი ჯგუფებს, რომელთაც ამის საჭიროაება განსაკუთრებით უდგათ. ბოლნისის მუნიციპალიტეტს ნათლად აქვს გააზრებული მისი სოციალური პასუხისმგებლობა, ამიტომ ვცდილობთ შეჭირვებულ ოჯახებსა და პირებს გვერდით დავუდგეთ. 50-ლარიანი სასურსათო პაკეტი პირველ ეტაპზე 940 ბენეფიციარს დაურიგდება“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავარიანმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930