გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყაჩაღობაში ბრალდებულს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

17-03-2018

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობასა და მუქარაში ბრალდებული შ.ვ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.


პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ყაჩაღობისთვის ნასამართლევი შ.ვ. საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში თ.ვ.- ს სასურსათო მაღაზიის წინ, დანით თავს დაესხა მაღაზიის გამყიდველს ე.ხ.-ს და მის შვილს - ა.ხ.-ს, რა დროსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით თანხის გადაცემა მოსთხოვა, თუმცა წინააღმდეგობის გაწევის გამო თანხის დაუფლება ვერ შეძლო.


სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2017 წლის 1-ელ აგვისტოს, დილის საათებში, საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში შ.ვ. პნევმატური თოფის გამოყენებით თ.ვ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.


სამართალდამცველებმა შ.ვ. 2017 წლის 31 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი არაერთგზის) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ შ.ვ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930