1-04-2020
იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს, სავარაუდოდ, მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ისრაელის საგარეო უწყების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რიტუალს აღდგომის ტაძარში 15-მდე პირი დაესწრება, რომლებიც ცეცხლს მართლმადიდებელ ქვეყნებში ჩაიტანენ. არ არის გამორიცხული დაწესდეს მეტი შეზღუდვაც.
არსებული ინფორმაციით, სპეც-რეისები რუსეთის, უკრაინისა და საბერძნეთის მიმართულებით უკვე ორგანიზებულია. წმინდა ცეცხლის რიტუალი 18 აპრილს, აღდგომის წინა დღეს უნდა შესრულდეს.