გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოპოზიციამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაუგზავნა - „იმედი“

18-11-2024

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარიამ“ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს საიდუმლოდ წერილი გაუგზავნა, სადაც 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას ითხოვს. შესაბამისი დოკუმენტი „ქრონიკამ“ მოიპოვა.


არსებული ცნობით, ისინი ევროკავშირს მოუწოდებენ, შემდეგი 30 დღის განმავლობაში დააინიციიროს სპეციალური მისია, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში თითქოს და შიდა და გარე ჩარევებს შეისწავლის. რადიკალები აგრეთვე ითხოვენ, რომ ევროკავშირმა მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, არ ჩაატაროს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა და ნათლად განუცხადოს, რომ საკანონმდებლო ორგანოს არ ექნება ლეგიტიმაცია.


რადიკალები სთხოვენ ევროკავშირს, რომ მან ნათლად განაცხადოს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია მთავრობის მიერ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამო.


ამასთან ერთად, ოთხი პარტია ითხოვს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობა შეაჩეროს. მათ შორის, გადადოს საქართველო-

ევროკავშირის ასოცირებული საბჭოს შეხვედრები, შეაჩეროს ყველა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, გაყინოს ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმები მანამ, სანამ ისინი არ დათანხმდებიან საერთაშორისო გამოძიებას.


ოპოზიციონერები სთხოვენ ევროკავშირს, რომ მან დაახლოებით 120 მილიონი ევროს ოდენობის ყოველწლიური ფინანსური დახმარების გამოყოფა საქართველოსთვის შეაჩეროს სანამ არჩევნების გამოძიების შედეგები არ იქნება ცნობილი. ისინი ბრიუსელს სთავაზობენ, რომ ეს თანხები გადანაწილდეს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიაზე, შეიქმნას სამოქალაქო ორგანიზაციების პირდაპირი დაფინანსების მექანიზმი, აგრეთვე სპეციალური ფონდი დამოუკიდებელი მედიისთვის, რომელიც ზეწოლას განიცდის. რადიკალები ითხოვენ ევროკავშირისგან, რომ მან შეჩერებული თანხის ნაწილი საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას და სამართლიანი არჩევნების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი.


ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოზე და ქვეყანაში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე იმსჯელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930