გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის პირველი ორი შემთხვევა გამოვლინდა

1-04-2020

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია რეგიონის ე.წ. ხელისუფლების ვებ-გვერდზე ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინფიცირებულები იზოლირებული არიან და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. რაც შეეხებათ მათ, ვისაც კონტაქტ ჰქონდა ინფიცირებულებთან, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისინიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი დე ფაქტო ხელმძღვანელმა თავის Instagram-ზე დაწერა, რომ ხელი მიაწერა დე ფაქტო რესპუბლიკის თვითიზოლაციის შესახებ განკარგულებას. მან მოუწოდა რეგიონის მაცხოვრებლებს, არ გამოვიდნენ სახლებიდან აუცილებელი შემთხვევების გარეშე და რომ დაიცვან ექიმების რეკომენდაციები.

“სამართალდამცველები მკაცრად გააკონტროლებენ იმას, თუ რამდენად იცავენ მოქალაქეები რეჟიმის წესებს”, – აცხადებს იგი.

მისი თქმით, ახალ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ დაუშვან ინფექციის გავრცელება. იგი აგრეთვე აცხადებს, რომ თვითიზოლაცია ახლა თავდაცვის ყველაზე საიმედო საშუალებაა.

ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930