1-04-2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 115 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 22 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5106 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 294 ადამიანი რჩება.