1-04-2020
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გაცემა გრძელდება.
საკვები პროდუქტები ქ.ონის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან შუქურა ჯაფარიძესთან და მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად გადასცა.
"ონის საბავშვო ბაღიდან პროდუქციის გაცემა მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება და სკოლამდელი დაწესებულების ყველა აღსაზრდელს მოიცავს.
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სკოლამდელ დაწესებულებაში გამოცხადებული არდადეგების მიუხედავად,აღსაზრდელები კუთვნილ პროდუქტს ოჯახებში მიიღებენ"-აცხადებენ ონის მერიაში.