1-04-2020
,,ვფიქრობ, ბიუჯეტიდან გამოყოფილ ამ თანხებს სულ მალე დაემატება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მოზიდული გაცილებით მსუყე დაფინანსება, რამაც უნდა გადაგვატანინოს ეს კრისიზი. დღეს ვიბრძვით ორ ფრონტზე. ეს არის ომი ვირუსის წინააღმდეგ, ადამიანთა სიცოცხლეების გადასარჩენად, და ეს არის ომი ეკონომიკის გადასარჩენად. ჩვენ ორივე ომი უნდა მოვიგოთ“,- ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველო გლობალური ეკონომიკის ნაწილია და ჩვენთან ბევრი რამ უცხოეთში მიმდინარე მოვლენებზე იქნება დამოკიდებული.
,, ჩვენ მოვიგებთ ომს - მთავრობამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება ორი მილიარიდ ლარი გამოყოს კრიზისული ბიუჯეტიდან ეკონომიკისათვის და კომპანიების მხარდასაჭერად, რათა მაქსიმალურად შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები და ეკონომიკური ზარალი იყო მინიმალური. ეს არის მხოლოდ დასაწყისი. არავინ იცის რამდენი ხანი გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა და არავინ იცის მსოფლიოს სხვა ქვეყნები როდის გამოვლენ კრიზისიდან. საქართველო გლობალური ეკონომიკის ნაწილია და ჩვენთან ბევრი რამ უცხოეთში მიმდინარე მოვლენებზე იქნება დამოკიდებული. პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს თქვა, რომ დამატებით გამოიყოფა თანხები, თუკი ამას საჭიროება მოითხოვს, კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში. ნაკლებად შემოსავლიანი მოქალაქეები, ისინი ვინც 200 კვტ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბომეტრზე ნაკლებ გაზს მოიხმარენ, სამი თვის განმავლობაში მიიღებენ სრულ კომპენსაციას ბიუჯეტიდან. მე ვფიქრობ, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილ ამ თანხებს სულ მალე დაემატება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მოზიდული გაცილებით მსუყე დაფინანსება, რამაც უნდა გადაგვატანინოს ეს კრისიზი. დღეს ვიბრძვით ორ ფრონტზე. ეს არის ომი ვირუსის წინააღმდეგ, ადამიანთა სიცოცხლეების გადასარჩენად, და ეს არის ომი ეკონომიკის გადასარჩენად. ჩვენ ორივე ომი უნდა მოვიგოთ“,- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.