1-04-2020
საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეუფერხებლად, რეკომენდაციების მაქსიმალური გათვალისწინებით გრძელდება.
მიმდინარე წლის 1 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად პიპილეთის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული სამუშაოების ღირებულება 210 820 ლარია, შემსრულებელი კი ი/მ -რუბენ ლუტიძე.
მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მომავალშიც გაგრძელდება.