გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ჩვენი მენეჯმენტის ძირითადი კომპონენტი სწრაფი და დროული ნაბიჯებია

2-04-2020

ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ნაბიჯები იყო დროული. ასევე, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნაბიჯები შეიძლება ყოფილიყო კიდევ უფრო ეფექტური,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა - „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის მენეჯმენტის ძირითადი კომპონენტი არის სწრაფი და დროული ნაბიჯები.

„ხანდახან ისმის კითხვა, როგორ ვახერხებთ ჩვენ დღეს ამას, ამ ეტაპზე, ამ გარემოცვაში, ჩვენს რეგიონში?- მარტივად. პასუხი ძალიან თვალსაჩინოა, ვინც დროსა და დინამიკაში შეხედავს ამ ყველაფერს.

უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა ჯერ კიდევ იანვარში, მაშინ როცა ჯანდაცვის მინისტრმა პირველად შემოჰკრა განგაშის ზარი და თქვა, რომ ჩინეთში მიმდინარე პროცესები, რომელსაც მაშინ არ ერქვა Covid 19, არამედ გაზრდილი პნევმონიების ოდენობა იყო საყურადღებო და, სწორედ, ეს იყო ძირითადი „ტრიგერი“, რის გამოც ჩვენ შევქმენით საბჭო. მისი შექმნიდან, დაახლოებით, ერთ თვეში ჩვენ გვქონდა ინფიცირების პირველი შემთხვევა და ამ ერთი თვის განმავლობაში ბევრი რამ გავაკეთეთ. ჩვენი მენეჯმენტის ძირითადი კომპონენტი არის ზუსტად ეს - სწრაფი, დროული ნაბიჯები, თუმცა, გარკვეულწილად შესაძლოა ეს ნაბიჯები ყოფილიყო უფრო ეფექტურიც,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031