გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირინა ფრუიძემ თელავში გენდერული კვოტირების და თანასწორი პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბების აუცილებლობაზე ისაუბრა

17-03-2018

ირინა ფრუიძე, თელავის ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, მუნიციპალიტეტების, მედიის, აკადემიური წრეების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრები, ლაგოდეხისა და ყვარელის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი და ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული.


ირინა ფრუიძემ ისაუბრა გენდერული თანასწორობის მნიშვნელობასა და გამოწვევებზე, ქალთა პოლიტიკური ჩართულობის აუცილებლობასა და იმ საჭირო ღონისძიებებზე, რაც უნდა გატარდეს თანასწორობის მისაღწევად საქართველოში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონპროექტი, რომელიც სავალდებულო კვოტების დაწესებას ეხება არის დროებითი მექანიზმი თანასწორობის მისაღწევად და აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკა.


ირინა ფრუიძემ ასევე ისაუბრა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს სამოქმედო გეგმის, სტრატეგიის და საბჭოს მიერ განხორციელებულისაქმიანობის შესახებ.


„საქართველოსთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, მოხდეს გენდერული კვოტირების მექანიზმის დაწესება, რათა მიღწეულ იქნეს თანასწორი პოლიტიკური შესაძლებლობები. მნიშვნელოვანია ასევე მოხდეს ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით და არ იწვევდეს შიშს კვოტირებაზე საუბარი“, - განაცხადა ირინა ფრუიძემ თელავში გამართულ შეხვედრაზე და იმედი გამოთქვა, რომ მისი კოლეგა მამაკაცები მხარს დაუჭერენ აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნება.

შეხვედრის ორგანიზატორია აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930