გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
COVID-19 აშშ-ში ქართველ სასულიერო პირს მამა სპირიდონ ნარსიას დაუდგინდა

2-04-2020

კორონავირუსი ამერიკის შეერთებულ შტატებში კიდევ ერთ ქართველ სასულიერო პირს დაუდასტურდა. ინფორმაციას ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა ავრცელებს.

"კოვიდ-19" ნიუ-იორკში მოღვაწე მამა სპირიდონ ნარსიას გამოუვლინდა. მეუფე საბას განცხადებით, ტესტი თავადაც ჩაიტარა და უარყოფითი პასუხი მიიღო.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში ვირუსი რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთ ქართველ სასულიერო პირს დაუდასტურდა. ეპარქია კორონავირუსის პრევენციის მიზნით ერთ კვირაზე მეტია ღვთისმსახურებას მრევლის გარეშე ატარებს.

"მეორე სასულიერო პირი არის დაინფიცირებული ჩვენს ეპარქიაში. ნიუ-იორკში მამა სპირიდონ ნარსიას აღმოაჩნდა კორონავირუსი. არ ვიცით საიდან დაინფიცირდა. მინდა გითხრათ, რომ წინა შაბათ-კვირას მას მსახურება არ ჩაუტარებია და სახლის პირობებში გადის მკურნალობას," - განაცხადა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მეუფე საბამ.

რუსთავი2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930