გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ჩვენი ძირითადი ამოცანაა, დავამარცხოთ ვირუსი ისე, რომ მძიმე ეკონომიკურ კრიზისში არ შევიდეთ

2-04-2020

ჩვენი ძირითადი ამოცანაა, დავამარცხოთ ვირუსი ისე, რომ მძიმე ეკონომიკურ კრიზისში არ შევიდეთ, კრიზისის დამარცხების შემდეგ ქვეყანას ეკონომიკური ზრდის პოტენციალი შევუნარჩუნოთ და ეს დავიყვანოთ ადამიანებზე, და მათ ჯანმრთელობასთან ერთად, ვიზრუნოთ მათ ყოველდღიურ შემოსავლებზეც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოხმარებისა და მოთხოვნის შემცირება ყველა სოციალური ჯგუფის მხრიდან და ეს ეხება მათ შორის როგორც სახელმწიფო მოხელეებს, ისე ბიზნესს.

„ვერც ერთმა ძლიერი ეკონომიკის ქვეყანამ, პოსტკრიზიული განვითარების გეგმა ჯერ ვერ შექმნა, ვინაიდან, შეუძლებელია კრიზისში ყოფნის დროის და სიღრმის დაგეგმარება. არსებობს ბევრი მოსაზრება, რომ ეს დასრულდება 1 თვეში, 3 თვეში, 1 წელიწადში და ყველა თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე ცდილობს, დაეხმაროს მოსახლეობას. დღეს ვართ კრიზისში და პოსტკრიზისული პროცესების დაწყების დროს და თარიღს ვერ განვსაზღვრავთ, ამიტომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რათა დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს სოციალური პრობლემების მოგვარებაში და დავეხმაროთ კომპანიებს, მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება და დასაქმებულთა გათავისუფლება იყოს მინიმალური. როდესაც პოსტკრიზისულ პერსპექტივას დავინახავთ, ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმა აბსოლუტურად სხვა იქნება“, - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდმა გამონახა ბიუჯეტში შესაძლებლობა, მოახდინოს 2 მილიარდი ლარის მობილიზება, რათა მხარი დაუჭიროს მოქალაქეების სოციალური და ბიზნესის განვითარების პოტენციალის შენარჩუნების შესაძლებლობას, ხოლო 351 მილიონი ლარი საჭიროების შემთხვევაში მიმართული იქნება უშუალოდ ვირუსთან საბრძოლველად,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930