2-04-2020
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 937 147 შემთხვევა დაფიქსირდა. ასეთია ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები.
აქედან 47 235 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა, გამოჯანმრთელდა 193 770 ადამიანი.
ჯანმოს ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეიუსის თქმით, ინფიცირებულთა რიცხვი ერთ მილიონს რამდენიმე დღის განმავლობაში გადააჭარბებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.