გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: უნდა გვახსოვდეს, ჩვენ ამ ბრძოლაში გარდა იმისა, რომ უნდა გავიმარჯვოთ, ბრძოლიდან უნდა გამოვიდეთ უფრო ძლიერი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტებით

2-04-2020

უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, ჩვენ ამ ბრძოლაში გარდა იმისა, რომ უნდა გავიმარჯვოთ ჩვენ ამ ბრძოლაში უნდა გამოვიდეთ უფრო ძლიერი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტებით და ამ ბრძოლაში, ამ ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით უნდა შევძლოთ შემდგომ უკვე პოსტკრიზისულ პერიოდში ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თუ ჩვენ ამას ჩავთვლით, როგორც სახელმწიფოს, მთავრობის, მხოლოდ და მხოლოდ მედიცინის სექტორის ან ცალკეული ადამიანების პრობლემად, ამ გამოწვევას ვერ ვუპასუხებთ.

„ყველას ხომ კარგად უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ხვალინდელი დღე პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, როგორ ეფექტურად გავართმევთ ჩვენ ამ ბრძოლას თავს. ეჭვი ხომ არავის გვეპარება უკვე, რომ ეს არ არის რიგითი გამოწვევა, ეს ბრძოლაა. ყველა ის ქვეყანა, რომელიც ამ პრობლემას მიუდგა, როგორც ბრძოლას და ეს არის უმსხვილესი სისტემური ქვეყნები მათ წარმატების შანსი აქვთ. როგორც კი ჩვენ ამას ჩავთვლით, როგორც სახელმწიფოს, მთავრობის მხოლოდ და მხოლოდ მედიცინის სექტორის ან ცალკეული ადამიანების პრობლემად, ჩვენ ამ გამოწვევას ვერ ვუპასუხებთ. ამიტომ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, ჩვენ ამ ბრძოლაში გარდა იმისა, რომ უნდა გავიმარჯვოთ ჩვენ ამ ბრძოლაში უნდა გამოვიდეთ უფრო ძლიერი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტებით და ამ ბრძოლაში, ამ ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით უნდა შევძლოთ შემდგომ უკვე პოსტკრიზისულ პერიოდში ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარება“, განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, არ შეიძლება ისე გავიმარჯვოთ ვირუსზე, რომ ეკონომიკიდან მხოლოდ ნანგრევები დარჩეს.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიზრუნოთ და გავუფრთხილდეთ ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და გავუფრთხილდეთ ამასთან ერთად ეკონომიკას. ხომ არ შეიძლება, ისე გავიმარჯვოთ ვირუსზე, რომ ნანგრევები დაგვრჩეს ეკონომიკიდან. ეს უკვე სხვა განზომილებაა, სხვა პრობლემებია, სხვა ბრძოლები უნდა დავიწყოთ. ამიტომ ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს და ამიტომ ჩვენ ვეცდებით არა უპასუხისმგებლოდ, კონკრეტულ ადამიანებს დავპირდეთ რაღაც კონკრეტულ დაუსაბუთებელ თანხებს, არა, ჩვენ მათ ვპირდებით იმ მინიმუმს, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ამ ბრძოლაში ყველამ ერთად გავიმარჯვოთ“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930