გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: ცალკეული ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეების დაცვისთვისაა მიღებული

2-04-2020

"ჩვენ გავამკაცრეთ მიდგომები, რათა მაქსიმალურად დავრწმუნდეთ, რომ კვლავაც ეფექტურად ვმართავთ პრევენციულ ღონისძიებებს და ჩვენი მოქალაქეები დაცულები არიან. აქედან გამომდინარე, 31 მარტიდან ფაქტობრივი კარანტინის რეჟიმი და გამკაცრებული ზომები გავრცელდა ცალკეულ ეკონომიკურ საქმიანობაზე. გვესმის, რომ ეს ქმნის გარკვეულ უხერხულობას, მაგრამ ყველა გაგებით უნდა მოვეკიდოთ. პირველ რიგში, ეს მიმართულია იქითკენ, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის, იმავე ბიზნესებში დასაქმებული ადამიანებიც," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მთავრობის დადგენილებაზე, რომელმაც განსაზღვრა სისტემაშემადგენელი და მსხვილი კომპანიები, ასევე ცალკეულ ეკონომიკური საქმიანობის სახეები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედებისას საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ.

"პირველ რიგში, აქცენტს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლანების, ასევე ეპიდემიოლოგებისა და ინფექციონისტების მიერ შემუშავებული წესების დანერგვასა და დაცვაზე. ყველა ბიზნესს მივმართავ, ყველამ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ამ წესების დაცვით. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ეს იქნება ბიზნესების შემდგომი ფუნქციონირების აბსოლუტური წინაპირობა და ჩვენ ამას გავაკონტროლებთ," - განაცხადა ნათია თურნავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930