გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში მოსწავლეების წერილები მიიღეს

17-03-2018

 ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა პატარა მეგობრებისგან წერილები მიიღეს. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონისა და ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შტაბ-ბინაში დისლოცირებულმა სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებული ასეულის სამხედრო მოსამსახურეები მოზარდების წერილებს გაეცნენ, მათ პატარებს მადლობა გადაუხადეს და საპასუხო წერილები საქართველოში გამოსაგზავნად მოამზადეს.

პროექტის „წერილები ჯარსიკაცებს“ ფარგლებში თბილისისა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის სკოლების მოსწავლეებმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს წარმატებები და საქართველოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.

საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, ასევე დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთობლივი პროექტი „წერილები ჯარისკაცებს“ 2012 წლიდან ხორციელდება. სამთავრობო უწყებების პროექტის ფარგლებში, თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეები წერილებს ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს სწერენ. საპასუხო წერილებს ბავშვებს ჯარისკაცებიც უგზავნიან. პროექტის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930