გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: სტრსბურგმა სამართლებრივად დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ თვითონ მოაწყო ე.წ. ბუნტი ციხეში და ვითომ ბუნტის ჩახშობის მიზნით, ხალხი დახოცეს

3-04-2020

სტრსბურგმა სამართლებრივად დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ თვითონ მოაწყო ე.წ. ბუნტი ციხეში და ვითომ ბუნტის ჩახშობის მიზნით, ხალხი დახოცეს და წამება დააკანონეს,-ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანას საკუთარი ხალხის მკვლელი დამნაშავე რეჟიმი მართავდა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთი ვერდიქტი გამოიტანა - საქმე ეხება 2006 წლის ე.წ. ციხის ბუნტს, რომლითაც ნაციონალური მოძრაობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულშია მხილებული. „ციხის ბუნტის“ დროს მოკლული 7 და დაშავებული 22 პატიმრის საქმეზე, სასამართლომ სიცოცხლის უფლების მრავლობითი დარღვევა დაადგინა. ასევე გამოიკეთა, რომ 2006 წლის 27 მარტს ჩატარებული სპეცოპერაცია იყო უკონტროლო, გამოყენებული ძალა კი - განურჩეველი და გადაჭარბებული. სტრსბურგმა სამართლებრივად დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, თვითონ მოაწყო ე.წ. ბუნტი ციხეში და ვითომ ბუნტის ჩახშობის მიზნით, ხალხი დახოცეს და საბოლოოდ ციხეში პატიმრების წამება დაიკანონეს. რომელი ერთი უნდა ჩამოთვალო-გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის, „რუსთავი 2“-ის საქმე, ამჯერად ციხის ბუნტის საქმე, ევროპული სასამართლომ ფაქტიურად„ნაციონალური მოძრაობა“ ისეთ სისტემური დანაშაულში ამხილა როგორციაა: პოლიციური ტერორი, მაღალჩინოსნის მიერ წინასწარ განზრახვით განხორციელებული მკვლელობა, ადამიანის წამება, საკუთრების წართმევა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანას საკუთარი ხალხის მკვლელი დამნაშავე რეჟიმი მართავდა“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930