3-04-2020
სტრასბურგმა სამართლებრივად დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, თავად დადგა ე.წ. ბუნტი ციხეში, რომლის ჩახშობის ეგიდითაც ციხეში პატიმრების წამება დაიკანონეს. 9 წლის განმავლობაში საქართველოს მართავდა საკუთარი ხალხის მკვლელი დამნაშავე რეჟიმი, რომელიც უშედეგოდ ცდილობს უკან მობრუნებას,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობის" მოძალადე რეჟიმზე ევროპული სასამართლოს უმძიმესი ვერდიქტები კიდევ იქნება. არაერთი საჩივარია რიგში.
როგორ გაისუსნენ კორონაცები, მათი სატელიტები და სახალხო ( შერჩევითი ) დამცველი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე 2006 წლის, ე.წ. ციხის ბუნტთან დაკავშირებით?! "რუსეთუმე" ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ვერდიქტმა მკაფიოდ თქვა შემდეგი - ე.წ. „ციხის ბუნტის“ დროს მოკლული 7 და დაშავებული 22 პატიმრის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების მრავლობითი დარღვევა დაადგინა . 2006 წლის 27 მარტს ჩატარებული სპეცოპერაცია იყო უკონტროლო, გამოყენებული ძალა კი - განურჩეველი და გადაჭარბებული. დაშავებულებს არ გაეწიათ სათანადო სამედიცინო დახმარება. სპეცოპერაციის დროს საკუთარ საკნებში ჩაცხრილეს პატიმრები, რომლებსაც წინააღმდეგობა საერთოდ არ გაუწევიათ. რა გამოდის? სტრასბურგმა სამართლებრივად დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, თავად დადგა ე.წ. ბუნტი ციხეში, რომლის ჩახშობის ეგიდითაც, ტუსაღები და ამ გზით, ციხეში პატიმრების წამება დაიკანონეს, გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის, „რუსთავი 2“-ის საქმეებთან ერთად, ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ამხილა კორონაცების სისტემური დანაშაულის ყველა ასპექტი, მათ შორის: პოლიციური ტერორი, მაღალჩინოსნის მიერ წინასწარ განზრახვით განხორციელებული მკვლელობა, ადამიანის წამება, საკუთრების წართმევა და ა.შ. 9 წლის განმავლობაში საქართველოს მართავდა საკუთარი ხალხის მკვლელი დამნაშავე რეჟიმი, რომელიც უშედეგოდ ცდილობს უკან მობრუნებას. "ნაციონალურ მოძრაობის" მოძალადე რეჟიმზე ევროპული სასამართლოს უმძიმესი ვერდიქტები კიდევ იქნება. არაერთი საჩივარია რიგში. კორონაცებო, ვერ დაბრუნდებით. ჯანმრთელობა, მშვიდობა და განვითარება საქართველოს, კაცობრიობას”,- წერს გია აბაშიძე