გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი ე.წ. „ციხის ბუნტის“ საქმეზე: საერთაშორისო დონეზეც აღდგა სამართლიანობა

3-04-2020

„როდესაც ვამბობთ ხოლმე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო მავნებლური ხელისუფლება, რომელიც ერჩოდა თავის მოქალაქეებს და ხშირ შემთხვევაში, მათ სიცოცხლის უფლებასაც კი ულახავდა, დადასტურებულია უკვე არაერთგზის - მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა.


რატი იონათამიშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ ე.წ. „ციხის ბუნტთან“ დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.


„ჩვენ ვნახეთ შეფასებები, რომ არა მხოლოდ წამებას, არა მხოლოდ ძალის გადამეტებას, არამედ სიცოცხლის ხელყოფასა და დაზარალებული ადამიანებისთვის დახმარების არ აღმოჩენასაც ჰქონდა ადგილი. ეს არის უმძიმესი დასკვნა მათთვის. რასაკვირველია, ამ ნაწილშიც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო დონეზეც აღდგა სამართლიანობა. რაც შეეხება პასუხისმგებელ პირებს, ვფიქრობ, რომ იმ ძალას, რომელიც ასე ერჩოდა და ძალადობდა საკუთარ მოსახლეობაზე, საერთოდ არ აქვს პოლიტიკაში ადგილი“,- განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.​


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30