გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: სპეციალური საპოლიციო ღონისძება დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია

24-12-2017

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სპეციალური საპოლიციო ღონისძება დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია.
ეს განცხადება მინისტრმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა.
"ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ღონისძიებები რაც უფრო იშვიათად ჩატარდება ჩვენს ქვეყანაში, მით უკეთესია, თუმცა ჩვენ იძულებით მოგვიწია ამ ღონისძების ჩატარება, რადგან გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია. სტატისტიკური მონაცემები აბოსულუტურად ერთმნიშვნელოვნად მიგვითითებდა, რომ საახალწლოდ მოხდებოდა სამართალდარღვის შემთხვევების ზრდა. ამიტომ, ჩვენ ვიყავით იძულებული მიგვემართა ამ ღონისძიებებისთვის, რომელიც, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, არის საკეთესო ინსტრუმენტი. ჩვენ ისიც კარგად გვესმის, რომ ეს არ არის ის, რაც ხელს უწყობს, საზოგადოებასა და სამართალდამცველებს შორის ნდობის აღდგენას, თუმცა დღეს, იმ სიტუაციის შეფასებით რომელიც გვქონდა, ჩავთვალეთ, რომ ეს ღონისძება უნდა ჩატარებულიყო." - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, რეიდების შედეგებმაც დაადასტურა ის შეფასება, რომელიც არსებობდსა.
"მინდა მოგახსენოთ, რომ შედეგები არის საკმაოდ მასშტაბური. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ნარკოტიკების მიმართულებას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ კილოგრამი ჰეროინი იქნა ამოღებული. ეს ძალზედ მსხვილი პარტია გახლავთ, რომელიც, როგორც ჩანს, ჩვენი პირველადი მონაცემებით, იყო ერთ-ერთი კონკრეტული ლოკაციის მომარაგების მიზნით. ამას როგორც ჩანს სისტემური ხასიათი ჰქონდა. ეს ღონისძიება ჩატარდა თბილისის ცენტრში და იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. არაფერს ვამბობ იარაღის იმ რაოდენობაზე, რომელიც ამოვღეთ"- აღნიშნა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930