გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოსო მანჯავიძე: მიხეილ სააკაშვილმა 10 000 ქართველს უსწრაფესად ჩამოგიყვანთ, ოღონდ ნება მომეცითო, შემდეგ ზუსტად ისეთივე ანთებული უკრაინულ არხზე კითხვას სვამს -განა ახლა უკრაინა ემიგრანტების მისაღებად მზად არის?

4-04-2020

მიხეილ სააკაშვილი ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარი თავის კარიკატურას აკეთებს - თავი გადაგვჭამა, 10 000 ქართველს უსწრაფესად ჩამოგიყვანთ ჩემი ხარჯით, ოღონდ ნება მომეცითო და
შემდეგ, ზუსტად ისეთივე ანთებული გამოდის უკრაინულ არხზე "Свобода слова" და კითხვას სვამს.-განა ახლა უკრაინა ემიგრანტების მისაღებად მზად არისო”- ამის შესახებ სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სააკაშვილი უკრაინულ არხზე ზუსტად იმის საპირისპიროს ამბობს, რასაც ორი დღის წინ ქადაგებდა.

,,ნიჭიერი კაცია მიხეილ სააკაშვილი, არ ჩერდება და სულ ახალ-ახალ სიმაღლეებს იპყრობს.
ახალი ჟანრი შექმნა, რომელსაც მე პოლიტიკურ აუტო-შარჟს დავარქმევდი.
ანუ, ეს კაცი ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარი თავის კარიკატურას იკეთებს.
აგერ თავი გადაგვჭამა, 10.000 ქართველს უსწრაფესად ჩამოგიყვანთ ჩემი ხარჯით, ოღონდ ნება მომეცითო. შემდეგ ზუსტად ისეთივე ანთებული გამოდის უკრაინულ არხზე "Свобода слова" და კითხვას სვამს - განა ახლა უკრაინა ემიგრანტების მისაღებად მზად არისო? ზუსტად იმის საპირისპიროს ამბობს, რასაც ორი დღის წინ ქადაგებდა, თანაც ერთი და იგივე, მისთვის დამახასიათებელი აგზნებულობით. ისე, ყველაზე ბუნებრივ მდგომარეობაში მაინც სახურავზე იყო.
მეტი რა მხატვრული ხერხით უნდა გვაჩვენოს განგებამ ადამიანებს ამ კაცის სულიერი მდგომარეობა.
ღმერთმა განკურნოს და გამოაჯანმრთელოს ის და მისი მრევლი”,- წერს სოსო მანჯავიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930