გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ლატარია: მიხედეთ დეზინფორმატორ ტელევიზიებს!

5-04-2020

ბრიტანული მედიასაშუალებები გაფრთხილებულნი არიან, რომ მათ მედია რეგულატორებისგან დაედებათ სანქციები თუ გასაქანს მისცემენ ცრუ ინფორმაციას,- ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას მიმართავს მიხედოს დეზინფორმატორ ტელევიზიებს.

,,ყველაზე დიდი როლის შესრულება ამ სიტუაციაში და ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაც აკისრიათ ჩვენს ტელევიზებს, ჟურნალისტებს. ნებისმიერი სიუჟეტი, სიტყვა, რჩევა და ა.შ, შეიძლება დასრულდეს საკმაოდ საშინელი შედეგებით. ამისთვის, საჭიროა სახელმწიფომ გააკონტროლოს ნებისმიერი ტელევიზია, რათა საზოგადოებაში არ გაღვივდეს პანიკა და რაც მთავარია, არ დაიწყოს მოსახლეობამ თვითნებური მკურნალობა.

კარგი იქნება თუ კონტროლს და საჭიროების შემთხვევაში სანქციებსაც გადმოვიღებთ ბრიტანეთიდან.

ბრიტანული მედიასაშუალებები გაფრთხილებულნი არიან, რომ მათ მედია რეგულატორებისგან დაედებათ სანქციები თუ გასაქანს მისცემენ ცრუ ინფორმაციას, რჩევებს რომელიც კორონა ვირუსს უკავშირდება. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც "Sussex" რადიო სადგურს მიეცა მკაცრი გაფრთხილება უსაფუძვლო კონსპირაციული თეორიების გადმოცემის გამო, რომლებიც პანდემიას 5G ქსელს უკავშირებდა",- წერს ირაკლი ლატარია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031