6-04-2020
მოსკოვში 3 სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები კიდევ 2 მღდველს აქვს, თუმცა მათი ანალიზის პასუხები ჯერ უცნობია.
ამ დროისთვის რუსეთში ვირუსს 45 ადამიანი ემსხვერპლა, 5 389 კი- დაინფიცირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.