გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც რუსთავში ინფიცირებული პირი კლინიკაში გადაიყვანა, თვითიზოლაციაში იმყოფება

6-04-2020

სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებული პირი საავადმყოფოში გადაიყვანა, თვითიზოლაციაში იმყოფება. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს.

მათი განცხადებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე ეკიპირების წესების სრული დაცვით იმყოფებოდა, თუმცა იმის გამო, რომ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, ბრიგადის სამივე წევრი თვითიზოლაციაში იმყოფება. მათ ამ ეტაპზე დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.

საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

Imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930