6-04-2020
საკრებულოს წევრმა, ლევან დავითაშვილმა ამავე რაიონის დეპუტატ, პარლამენტის წევრ ირაკლი აბუსერიძესთან მაჟორიტარულ ოლქში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს, მარტოხელა მშობლებსა და მრავალშვილიან ოჯახებს სასურსათო პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები და პირბადეები გადასცა.
დეპუტატმა ლევან დავითაშვილმა ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. მიმდინარე მოვლენები შეაფასა და განაცხადა, რომ კამპანია „დარჩი სახლში სიცოცხლისთვის“ საგანგებო რეჟიმის დასრულებამდე გაგრძელდება. პრიორიტეტი, ყველა იმ ადამიანს მიენიჭება, ვინც სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული დახმარებით ვერ სარგებლობს.
,,ამ ურთულესი გამოწვევის წინაშე კონსოლიდაცია უმნიშვნელოვანესია, ჩვენ ყველა, ხელისუფლება, ბიზნეს სექტორი და საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ და გვერდში დავუდგეთ იმ ადამიანებს ვისაც ზრუნვა ყველაზე მეტად სჭირდება. მხოლოდ სწორი ქმედებებით, ყოველი რეკომენდაციის დაცვით შევძლებთ ამ პრობლემასთან გამკლავებას.
სოციალური კამპანიის ფარგლებში ეტაპობრივად ვეხმარებით მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს, განსაკუთრებით მათ ვინც ვირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ.
მერიის პროექტის თანახმად, ხანდაზმული, 70 წელს გადაცილებული მოხუცები, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში ირიცხებიან სახელმწიფოს მხარდაჭერით უკვე სარგებლობენ.
ჩვენ, აქცენტი ამ ეტაპზე იმ მოქალაქეებზე გავაკეთეთ, ვინც სოციალურ შემწეობას არ იღებს და შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების სრული დაცვით მოვინახულეთ ასეთი ოჯახები და გადავეცით სიცოცხლისთვის აუცილებელი პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები.
კამპანია პერმანენტულ ხასიათს ატარებს და საგანგებო რეჟიმის დასრულებამდე გაგრძელდება.
პირბადეებით უზრუნველყოფისთვის კი მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია შპს ,,ქარგილს“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.