გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მუხიანში ელექტროპანდუსი დამონტაჟდა

18-03-2018

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მუხიანის მესამე მ/რ-ის N8 კორპუსის III სადარბაზოს შესასვლელის ადაპტაცია განხორციელდა და ელექტროპანდუსი დამონტაჟდა.


აღნიშნულ მისამართზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორი პირი ცხოვრობს.


დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან და თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელ მდივანთან, გიგა სოფრომაძესთან ერთად გაეცნო.


„მუხიანის მესამე მ/რ-ის N8 კორპუსში კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ, სადაც ელექტროპანდუსი დამონტაჟდა. აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს ეტლით მოსარგებლე ორი მოსწავლე ჰყავს. კორპუსის ადაპტირების შემდეგ კი, მოზარდებს დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობა მიეცათ. ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც რა თქმა უნდა, მომავალშიც განვაგრძობთ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.


აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 35 500 ლარი გამოიყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30