გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო პაციენტების მიღებას რამდენიმე დღეში შეძლებს

7-04-2020

აჭარის მთავრობისთავმჯდომარის ხელმძღვანელობით ბათუმში მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, სადაც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეხვედრაზე განხილულ იქნა კორექტირებული აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი, რომელიც უახლოეს დროში გადაეგზავნება აჭარის უმაღლეს საბჭოს განსახილველად.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად შესაბამისი აპარატურით აღჭურვა მიმდინარეობს და კლინიკა რამდენიმე დღეში შეძლებს ინფიცირებული პაციენტების მიღებას. სამედიცინო პერსონალი გადის შესაბამის გადამზადებას, რაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობისას არის საჭირო.

ბათუმის ახალი რესპუბლიკურ საავადმყოფო ორი დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა და ადგილზე გაეცნენ კლინიკის აღჭურვის პროცესის დაწყებას.

ახალი კლინიკა ერთდროულად 170-მდე პაციენტის მომსახურებას შეძლებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30