18-03-2018
„რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ჩიხში იმყოფება. ვაჭრობის მოცულობის მატება, რუსი ტურისტების ნაკადის ზრდა და მოლაპარაკებები ე.წ. სატრანსპორტო დერეფნებზე ორმხრივი ურთიერთობის პროგრესისათვის მაინცდამაინც დიდად დამაიმედებელი არაა. ამ ყველაფერმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. ფაქტია, რომ საქართველო-რუსეთს შორის არსებული პრობლემები გადაუჭრელია და ამიტომ ახალ იდეებსა და კონტექსტებს ითხოვს“-ამის შესახებ რუსული გამოცემის, «Валдай»-ს მიერ ანდრეი სუშენცოვის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, რომელიც ჩვენი (რედ.) შეფასებით აშკარად ტენდენციურ ხასიათს ატარებს და იგრძნობა, რომ ავტორი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული ინსტიტუტის თანამშრომელია.
საინფორმაციო შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
უპირველეს ყოვლისა პასუხი გავცეთ კითხვას: რისთვის გვჭირდება ერთმანეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება?
ამისათვის აუცილებელია განვიხილოთ რამდენიმე კონსტანტა, რომლის ფარგლებშიც რუსეთ-საქართველოს დღევანდელი ურთიერთობა ვითარდება.
პირველი - ორივე ქვეყნის უსაფრთხოება ერთმანეთთან მჭიდროდა დაკავშირებული. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთ კავკასიასთან კავშირი ისეთ სიტუაციას ქმნის, რომ უსაფრთხოების მინიმიზირების მიზნით ერთი მხარის მცდელობა მეორეს აზიანებს. ასეთი სიტუაცია კიდევ უფრო გაძლიერდა 2008 წლის შემდეგ.
მეორე - ობიექტური რეალობას წარმოადგენს რუსეთისა და დასავლეთის უთანხმოება ევროპული უსაფრთხოების თაობაზე. რადგან საქართველო ამ დაპირისპირების ფრონტირზე იმყოფება, თბილისი იძულებულია არჩევანი გააკეთოს - ვისთან იყოს, დასავლეთთან თუ რუსეთთან? რასაკვირველია, საქართველოს სწრაფვა ნატოსა და ევროკავშირისაკენ მისი სუვერენული არჩევანია, მაგრამ თბილის-მოსკოვის უსაფრთხოების ერთმანეთთან კავშირის გამოისობით, საქართველოს პროდასავლური არჩევანი რუსეთისათვის ზიანის მომტანია. ამრიგად, საქართველო რუსეთ-ნატოს დაპირისპირების მძევალს წარმოადგენს. ამგვარი „სტატუსი“ თბილისისათვის ქმნის სახიფათო ცდუნებას რუსეთ-ნატოს დაპირისპირებაზე ითამაშოს. მართლაც, საქართველოს წინა მთავრობებს მიაჩნდათ, რომ რაც უფრო ძლიერი იქნებოდა დასავლეთის ზეწოლა რუსეთზე, მით უკეთესი იქნებოდა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.
მესამე - აშკარაა ინტერესთა ასიმეტრია არამხოლოდ საქართველოსა და რუსეთს შორის, არამედ საქართველოსა და დასავლეთს შორისაც. ქართული ელიტები დარწმუნდნენ, რომ დასავლეთის მხარდაჭერას თავისი საზღვარი აქვს და რომ ამგვარი მხარდაჭერა ძალიან ხშირად სურვილების დონეზე რჩება. ძალზე პრობლემატურია, რომ საქართველოს, სამხრეთ კავკასიის პატარა სახელმწიფოს, ისეთივე არაპროპორციულად ძლიერი გავლენა ჰქონდეს ნატო-ევროკავშირზე, როგორც მას ოდესღაც საბჭოთა კავშირზე ჰქონდა. დღეს საქართველომ საკუთარი დაგროვილი პრობლემები თვითონ უნდა გადაწყვიტოს.
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი მომენტები განსაკუთრებულ ამოცანებს აყენებს ქართული პოლიტიკური კლასის წინაშე, თანაც იმ პირობებში, როცა შეცდომის ფასი ძალიან მაღალია. ამავე დროს არ შეიძლება ვთქვათ, რომ დამოუკიდებელობის წლებში ქართულმა ელიტებმა სტრატეგიის ბრწყინვალე მაგალითი აჩვენეს - პირიქით, საქართველომ აშკარად დაუშვა საკმაოდ ბევრი შეცდომა.
დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე თბილისი ცდილობდა საკვანძო პრობლემა - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი სამი წესით გადეწყვიტა, მაგრამ ან რუსეთის გვერდის ავლით, ან მასთან დაპირისპირებით. პირველი - ნაციონალისტური მიდგომა, რომელი სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან კონფლიქტის გაღვივების მიზეზი გახდა, სსრ კავშირის დაშლის პროცესში. მეორე - საგარეო ფაქტორზე, უპირველესად კი ამერიკულ ძალისმიერ რესურზე დაყდნობის მცდელობა. ქვეყნის ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლა აშშ-ში ნეოკონსერვატორების მმართველობის პერიოდს დაემთხვა, რომლებიც მოქმედების მეთოდებს დიდად არ არჩევდნენ, მაგრამ ენერგიულად ესწრაფვოდნენ მიზნების რეალიზებას. მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა ამერიკისა და რუსეთთან ომის პროვოცირება მოეხდინა და ისინი მოსკოვთან დაპირისპირებაში საქართველოს ტერიტორიაზე ჩაითრია. შეერთებულმა შტატებმა შეძლეს თავიდან აეცილებინათ პირდაპირი შეტაკება, მაგრამ ქართველმა ლიდერმა ვაშინგტონი ისეთ სიტუაციაში ჩააყენა, რომ აშშ იძულებული გახდა თბილისის შეცდომები გადაეფარა. 2008 წლის ომის მიზეზებისა და შედეგების ქართული რომანტიკული ვერსია (ანუ „რუსული აგრესიისაგან დაცვა“) არ იძლევა რუსეთის მოტივების სწორად გაგების შესაძლებლობას, თუ რატომ აღიარა მოსკოვმა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. გამოიყენა რა ძალა, მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს არჩევანი უფლება აღარ დაუტოვა, ხოლო როცა უარი თქვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის განხილვაზე, მან რუსეთი იძულებული გახადა მოსკოვს თვითონ უზრუნველყო [ორივე რესპუბლიკის] უსაფრთხოება. ლეგალურად ეს შესაძლებელი იყო მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებითა და მათთან შესაბამისი შეთანხმებების გაფორმებით. ანუ საქართველოს უსაფრთხოების გაუარესების ხარჯზე, „ნულოვანი თანხით“ თამაშის ლოგიკის მიხედვით. დღეს, როგორც ჩანს, ნეოკონსერვატორთა ეპიზოდი უკვე წარსულში დარჩა, მაგრამ სადაა იმის გარანტიები, რომ აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციათა საგარეოპოლიტიკური ექსპერიმენტები საქართველოს რევანშის იმედებს არ ჩაუნერგავს?
დღეს ჩვენ საქართველოს ტერიტორიული პრობლემის მესამე წესით გადაწყვეტის მოწმენი ვხდებით. თბილისი ნორმატიული ლიბერალური იმპერიის იდეას ავითარებს: რუსეთი მის თვალში უიმედოდ ჩამორჩენილ ქვეყანას წარმოადგენს, რომელიც „ისტორიის არასწორ მხარეზე“ იმყოფება და საქართველოს პროგრესში ხელს უშლის. როგორც ითვლება, საქართველო ამჟამად რუსეთის მიმართ „სტრატეგიული თმენის პოლიტიკას“ ატარებს, დასავლური საზოგადოების სახელით და მის სასარგებლოდ. ანუ ისე გამოდის, რომ როცა დიალოგისათვის მზადყოფნას აცხადებს, საქართველო საკუთარ თავს თითქოს მსხვეპლად სწირავს დასავლეთის ინტერესებს (ცხადია, რაღაცის იმედით) და თან რუსეთს გარკვეულ სამსახურს უწევს („ოდოლჟენიეს“ უკეთებს).
ლოგიკა გვაჩვენებს: თუ ადრინდელი გზები არაფექტური აღმოჩნდა, მაშინ რჩება ბოლო, რომელიც ჯერ კიდევ არ განხორციელებულა პრაქტიკაში - პრაგმატიზმის გზა. რა იქნება, თუ რუსეთის გვერდავლით კი არ ვიმოქმედებთ, ანუ მის წინააღმდეგ, არამედ ერთობლივად და საკუთარ ინტერესებსაც გავითვალისწინებთ? ამ პოზიციებით შევეცადოთ ქართულ-რუსული ურთიერთობის სამი დილემის განხილვას:
საკვანძო საკითხის - უსაფრთხოების უზრუნველყოფის გადაწყვეტა კომპლექსურად უნდა მოხდეს. ცხადია, საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფიდან გამომდინარე, მაგრამ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ან რუსეთის უსაფრთხოების ხარჯზე. რუსეთის ლიდერები ამ საკითხზე არაერთხელ განუცხადებიათ. შეთავაზებული გადაწყვეტილების კონტურები შემდეგში გამოიხატება: რუსეთი ხდება პროცესის გარანტი, რომლის დროსაც ნეიტრალური საქართველო აყენებს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთისთვის მისაღებ წინადადებებს, რათა თანდათანობით ჩამოყალიბდეს ურთიერთნდობის ატმოსფერო და გაჩნდეს პირობები საერთო მომავლის მშენებლობისათვის. მიიყვანს თუ არა ეს გზა თბილისს სასურველ შედეგამდე, არავინ იცის, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ ეს გზა ერთადერთია. დანარჩენები სხვა მიმართულებით მიდიან.
რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების საკითხისათვის: საქართველომ საჭიროა ნათლად წარმოაჩინოს თავისი პოზიცია და მაქსიმალურად თავი შეიკავოს კონფრონტაციაში მონაწილეობისაგან. ამგვარი პოლიტიკის გატარების ნიმუშად შეიძლება დავასახელოთ ნეიტრალური ფინეთი, რომელიც, საქართველოსავით, ასევე იმყოფება რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების ფრონტირზე.
და ბოლოს, მრავლობითი ასიმეტრიების პირობებში, საქართველო დამოუკიდებელი უნდა იყოს, თავისი ინტერესების შესაბამისად უნდა იმოქმედოს და არა საკუთარი თავი ვიღაცას ანტირუსული პლაცდარმის სახით შესთავაზოს.
თბილისმა უნდა გაიგოს, რაში გამოიხატება მისი ჭეშმარიტი ინეტრერესები და როგორია მისი უზრუნველყოფის ოპტიმალური გზები. რუსეთისათვის „სამსახურის გაწევა“ („ოდოლჟენიე“) და იმაზე ფიქრი - მოსკოვთან დიალოგით დასავლეთისაგან მეტ სიკეთეს მივიღებო, არაპროდუქტიულია. ამას რუსეთ-საქართველოს დღევანდელი ურთიერთობაც აფიქსირებს. ჩვენს ქვეყნებს შორის ნამდვილი დიალოგი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ქართული ელიტები რუსეთთან სტაბილურ, პროგნოზირებულ და მეგობრულ ურთიერთობაში სარგებლობას დაინახავენ. და აგრეთვე იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ამ ურთიერთობებით გაჩნდება.
--------
ანდრეი სუშენცოვი, საერთაშორისო დისკუსიური კლუბის „ვალდაის“ პროგრამული დირექტორი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის (უნივერსიტეტის) გამოყენებითი ანალიზის კათედრის დოცენტი.