გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

7-04-2020

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ლისის იასამნების და ნეკერჩხლის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 13 საათამდე დიდი დიღმის I მიკრორაიონის, სოფელი დიღმის, პეტრე იბერის, მეფე მირიანის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ასევე გადაუდებელი სამუშაოების გამო 12 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის მაცხოვრებლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031