გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივნისი 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
Google Maps ეტლითმოსარგებლეებს ადაპტირებულ მარშრუტებს სთავაზობს

19-03-2018

Google-მა გააუმჯობესა თავისი რუკა და ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, კერძოდ კი ეტლითმოსარგებლეებზე ადაპტირებული გახადა. კერძოდ, ადამიანებს, რომლებსაც დამოუკიდებლად გადაადგილების პრობლემა აქვთ, Google Maps-ის დახმარებით, შეუძლიათ ნახონ მათთვის ადაპტირებული მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი და სქემა.

როგორც Daily Mail-ი წერს, სიახლე ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია ნიუ-იორკში, ბოსტონში, მეხიკოში, სიდნეიში, ლონდონსა და ტოკიოში. 

Google-ი იმედოვნებს, რომ სატრანსპორტო კომპანიები და ამ მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო უწყებები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აქტიურად ჩაერთვებიან რუკის დამუშავების პროცესში, რათა სულ უფრო მეტ ქალაქში გახდეს ეტლითმოსარგებლეებისთვის და გადაადგილების მქონე სხვა პირებისთვის მოძრაობა თავისუფალი.



IMEDINEWS.GE

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30