8-04-2020
თბილისში ავარიული შენობის დემონტაჟს ნგრევა მოყვა. ინციდენტი ლერმონტოვის ქუჩაზე მოხდა, ობიექტის დემონტაჟისას სამსართულიანი შენობის კედელი ჩამოინგრა, ნანგრევებში კი სამი მუშა აღმოჩნდა.
როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ობიექტზე მომუშავე სამმა მუშამ, კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო, მათ პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ ადგილზევე გაუწია.