გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ტრამპი ნარკომოვაჭრეების სიკვდილით დასჯას მოითხოვს

19-03-2018

დღეს დონალდ ტრამპი ოპიოიდურ კრიზისთან ბრძოლის გეგმას წარადგენს. ამის შესახებ შიდა პოლიტიკის საკითხებში თეთრი სახლის საბჭოს დირექტორმა ენდრიუ ბრემბერგმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დოკუმენტში ნარკომოვაჭრეების სიკვდილით დასჯის წინადადებაც არის შესული. "იუსტიციის სამინისტრო შეეცდება სიკვდილით დასჯის დაწესებას მიაღწიოს"- განაცხადა ბრემბერგმა.

ოპიოიდურ კრიზისთან ბრძოლის კიდევ ერთი პუნქტი იქნება ნარკოტიკულ პრეპარატებზე რეცეპტების გამოწერის მესამედით შემცირება.

გასული წლის ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტმა ნარკოტიკების გამო ჯანდაცვის სისტემაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ტრამპის განცხადებით, აშშ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვით მსოფლიოში ლიდერობს.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031