კვიპროსში ქართული მონასტრის აშენება იგეგმება, – ამის შესახებ განცხადება კვიპროსის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისში, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დიმიტრის სილურისის განმარტებით, იმ ადგილთან ახლოს, სადაც ახალი მონასტრის აშენება იგეგმება, ქართული ეკლესიის ნანგრევები დღემდე შემორჩენილია.
„კვიპროსში, ძალიან ლამაზ რეგიონში ქართული მონასტერი აშენდება. აქ ასევე არსებობს ძველი ქართული ეკლესიის ნანგრევები. ეს ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი რეგიონია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ურთიერთობები სხვადასხა მიმართულებით ვითარდება“, – განაცხადა კვიპროსის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ.
დიმიტრის სილურისიმ თავის ქართველ კოლეგასთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად საქართველო-კვიპროსის სამომავლო ურთიერთობები განიხილა.