გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი სესიაშვილი: ივანიშვილების ოჯახის მხრიდან უანგარო ქველმოქმედება ჩვენი საზოგადოებისთვის სიახლე არაა

9-04-2020

„საპარლამენტო უმრავლესობა შესაბამისი დარგების მიხედვით აქტიურად არის ჩართული Covid-19 თან ბრძოლაში. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ მთავრობის წევრებთან. ვმსჯელობთ იმ მთავარ გამოწვევებზე, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ასევე ვმხჯელობთ ეკონომიკურ საკითხებზე, როგორი უნდა იყოს პოსტეპიდემიური საქართველო“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი სესიაშვილმა ტ/კ „TV პირველის" ეთერში.

მან მადლობა გადაუხადა ივანიშვილების ოჯახს მორიგი ქველმოქმედებისთვის. მისი თქმით, წლების განმავლობაში უანგარო ქვემლოქმედება სიახლეს არ წარმოადგენს ქართული საზოგადოებისთვის.

„ფონდმა „ ქართუმ“ თავიდანვე გააკეთა განაცხადი, რომ ეპიდემიის პროცესში იქნება მუდმივ მზაობაში, საჭირო თანხა მიმართოს და მხარი დაუჭიროს სახელმწიფოს. პრემიერმა დღეს გააკეთა განცხადება, რომ ფონდი „ქართუ“ და ივანიშვილების ოჯახი ერთგვარად დაზღვევა არისო და ეს ასეცაა.

ჩვენ მოვუწოდოთ მსოფლიოში იმ წარმატებულ ქართველებს, ვინც თავისი საქმიანობით მნიშვნელოვანი ბიზნესი განახორციელა. მათაც შეუძლიათ ჩაერთონ ამ აქციაში. დღეს არის ვითარება, როცა ერთი მხრივ, ვებრძვით ეპიდემიას მთელ მსოფლიოსთან ერთად. მეორე არის ის, რომ რაც შეიძლება მალე გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, მოკლე ვადებში შევძლოთ ეკონომიკის აღორძინება და განვითარება. ამ პრობლემამ შეიძლება ჩვენ კიდევ უფრო მეტად გაგვიხსნას კარი, რომ სხვა დონის შესაძლებლობებზე გადავიდეთ. ჩვენი ქვეყნის იმიჯმა ძალიან იმატა საერთაშორისო საზოგადოების თვალში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამას უნდა მივაბათ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა პოსტეპიდემიურ ცხოვრებაში და შესაძლოა, სულ სხვა განზომილებაში გავიდეთ. ამ ვითარებაში ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სტრატეგიული კომუნიკაცია როგორც საკუთარ მოსახლეობასთან, ასევე საერთაშორისო საზოგადოებასთან“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930