გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ ნიკოლაშვილი: ბიძინა ივანიშვილის მთავარი დონაცია სახელმწიფოს წინაშე წარმოდგენილი მმართველი გუნდი და დემოკრატიის ხარისხია

9-04-2020

„ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქცევით მოახერხა და დაგვანახა, როგორ მუშაობს "ქართული ოცნების" გუნდი ეფექტურად და დამოუკიდებლად, როგორ გაიზარდა სამოქალაქო თვითშეგნება, როგორ ერთიანდება ხალხი გასაჭირში, ბიზნესი და საჯარო სექტორი” - განაცხადა ტვ „იმედის „დღის ქრონიკაში“ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა.

ნიკოლაშვილის თქმით, მთავარი დონაცია სახელმწიფოს წინაშე სწორედ ეს არის, წარმოდგენილი მმართველი გუნდი და დემოკრატიის ხარისხი.

„მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარე და ქვეყნის უმდიდრესი ადამიანია, განვლილ კრიზისულ პერიოდშიც კი არ დამცხრალა კრიტიკა მის მიმართ. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ ეს დონაცია წარმოადგენს უფრო შინაარსიან გზავნილს, ვიდრე უბრალოდ ფულის გადარიცხვას. ეს არის მკაფიო პასუხი არსებულ კრიტიკაზე, სახელმწიფო უფრო მეტია, მისი ინსტიტუციები და დამოუკიდებელი ფუნქციონირების უნარი, ვიდრე ერთი, თუნდაც ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე ადამიანი. ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქცევით მოახერხა და დაგვანახა, როგორ მუშაობს ქართული ოცნების გუნდი ეფექტურად და დამოუკიდებლად, როგორ გაიზარდა სამოქალაქო თვითშეგნება, როგორ ერთიანდება ხალხი გასაჭირში, ბიზნესი და საჯარო სექტორი. მას არ უცდია პოლიტიკური ქულების დაწერა განსაცდელის დაწყებისთანავე იმ მნიშვნელოვანი პროცესის საკუთარი რესურსით გადაფარვა, რომელსაც გავდივართ უკვე ორი თვეა. ვფიქრობ, მისი მთავარი დონაცია სახელმწიფოს წინაშე სწორედ ეს არის, წარმოდგენილი მმართველი გუნდი და დემოკრატიის ხარისხი. გადარიცხული თანხის სიდიდე კი მეორეხარისხოვანია, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან განვლილი 30 წლის მანძილზე მას არაერთი ასეთი 100 მილიონი შეუწირავს ქართული სახელმწიფოსთვის” - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ფონდს, არაერთმა მოქალაქემ და ბიზნესსტრუქტურამ შეწირა თანხა.

„მთლიანად 25 მილიონი ლარი შეგროვდა. „ქართული ოცნების“ გუნდმა და საჯარო სექტორმა ხელფასების მესამედი გაიღეს ფონდისთვის. დღეს კი მთლიან შეგროვილ თანხაზე ოთხჯერ მეტი, ასი მილიონი ლარი ფონდისთვის ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა გაიღო“ - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930