გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: აღსრულებაც, მონიტორინგიც, კონტროლიც გამკაცრდება, რადგან ვითარება არის ძალიან საპასუხისმგებლო

9-04-2020

„ძალიან მნიშვნელოვანია ჰოსპიტალური სექტორის მზაობა, მითუმეტეს იმ პერიოდში და იმ ვითარებაში, როცა ჩვენ უკვე თანდათან შევალთ კრიზისულ ფაზაში, სადაც იქნება მეტი მოდინება კლინიკებზე და საჭიროება იმისა, რომ სტაციონარული მომსახურება გაეწიოთ პაციენტებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ რეგიონების მასშტაბით ჰოსპიტალური სექტორის შემოწმება. ჩვენ ვამოწმებთ სისტემურად როგორ არის გადანაწილებული, როგორც კოვიდ კლინიკები, ასევე ცხელების კლინიკები. გარდა ამისა, ვამოწმებთ კონკრეტული კლინიკის ინფრასტრუქტურას, თუ რამდენად არის ის მზად და შესაბამისობაში, რომ მიიღოს ასეთი მოდინების და ტიპის პაციენტები“, - აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ტვ „მაესტროს“ გადაცემაში „დღის ამბები“ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად არის დატრენინგებული მედპერსონალი და რამდენად აქვს ათვისებული თითოეულ მათგანს პაციენტთან ურთიერთობის და ეკიპირების მოხმარების უნარ-ჩვევები.

ასევე, ხუნდაძის თქმით, მნიშვნელოვანია ზონირება რათა არ მოხდეს ინფექციათა გადაკვეთა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგების სწორად დაგეგმარება.

"ჩვენი გავდივართ კონკრეტულ რეგიონში, საღამომდე ვასრულებთ ყველა კლინიკის მონიტორინგს, შემოწმებას, საღამოს კი ვამზადებთ დასკვნას, რომელიც წარედგინება საკოორდინაციო საბჭოს. შემდეგ საპასუხისმგებლო არეალების გადანაწილების მიხედვით კონკრეტული უწყებები ერთვებიან, რათა დაეხმაროთ კლინიკებს კონკრეტული ხარვეზების აღმოფხვრაში. დღეს ჩვენ პრემიერის დავალებით მონიტორინგის ჯგუფი გავაფართოვეთ. აღსრულებაც, მონიტორინგიც, კონტროლიც, ზედამხედველობაც იქნება გამკაცრებული, რადგან ვითარება არის არაჩვეული, ძალიან საპასუხისმგებლო, შესაბამისად, არ იქნება შეღავათები. თუ არასწორად დავიცავთ რეკომენდაციებს, ან უარს ვიტყვით იმ რეგულაციებზე, რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ, ეს რისკები უფრო მეტად გაიზრდება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930