გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ძაღლი მე-12 სართულიდან გადმოაგდო

9-04-2020

ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა.

imedinews-ს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ცხოველის წამებას ან მისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დასახიჩრება ან დაღუპვა გამოიწვია. აღნიშნული 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ფაქტზე გამოძიება გუშინ დაიწყო, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ჰასკის ჯიშის მაკე ძაღლი ახალგაზრდა მამაკაცმა კორპუსის მე-12 სართულიდან გადმოაგდო, რის გამოც ძაღლის მდგომარეობა მძიმეა.

ძაღლი თბილისში ვეტერინალურ კლინიკაში გადმოიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მუცლად მყოფი ლეკვები მკვდრები არიან, თავად ძაღლს კი მრავლობითი მოტეხილობა და შიდა სისხლდენა აღენიშნებოდა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031