10-04-2020
მიმდინარე წლის 10 აპრილს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ეკა მაისურაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე ეკა მაისურაძემ ისაუბრა მუნიციპალიტეტში არსებულ ამჟამინდელ მდგომარეობაზე, თითოეული თანამშრომლის პასუხისმგებლობაზე დაკისრებული მოვალეობის მიმართ, დისციპლინაზე, COVID-19-ის პრევენციის ღონისძიებების გაგრძელებაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე მუნიციპალიტეტში და ყველა საჭირო გეგმიურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წარმატებულ დინამიკას საფრთხეს არ შეუქმნის.