გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თურქეთმა 30 დიდ ქალაქში და მთლიანად ზონგულდაქის პროვინციაში კომენდანტის საათი შემოიღო

11-04-2020

თურქეთმა კორონავირუსის კრიზისის გამო ადრე დაწესებული შეზღუდვები გაამკაცრა და გამოსასვლელ დღეებში კომენდანტის საათი შემოიღო.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს თქმით, კომენდანტის საათი ძალაში 11 აპრილის 00:00 საათიდან შედის და 13 აპრილის 00:00 საათამდე იმოქმედებს 30 დიდ ქალაქსა, მათ შორის სტამბოლსა და ანკარაში, და მთლიანად შავზღვისპირა პროვინცია ზონგულდაქში, სადაც ფილტვების დაავადება მაღალი სიხშირითაა გავრცელებული.

მინისტრის განმარტებით, ამ ორი დღის განმავლობაში იმუშავებენ პურის საცხობები, სამედიცინო დაწესებულებები, აფთიაქები, ხანდაზმულთა სახლები, ბუნებრივი გაზის, ელექტროენერგიის და წყლის გამანაწილებელი კომპანიები, ცხოველთა თავშესაფრები და ფერმები. გარდა ამისა, გუბერნატორები თავად განსაზღვრავენ რომელ ბენზინიგასამართ სადგურებს და ვეტერინარული კლინიკებს მისცენ მუშაობის უფლება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში არის აგრეთვე მკაცრად შეზღუდულ ჩამონათვალი იმ თანამდებობის პირთა და გარკვეული კატეგორია მოსამსახურეების (მაგალითად, გაზეთების,რადიოს და ტელევიზიის თანამშრომლების) თუ მოქალაქეების (მაგალითად დასაფლავების პროცესიაში მონაწილეების), რომლებსაც არ ეკრძალებათ კომენდანტის საათის განმავლობაში სახლიდან გასვლა.

შეგახსენებთ, რომ 4 აპრილიდან კორონავირუსის ეპიდემიის გამო 30 დიდ ქალაქში და აგრეთვე შავზღვისპირა ქალაქ ზონგულდაქში, 15 დღით აიკრძალა ავტომობილებით შესვლა და გასვლა, სავალდებულო გახდა ნიღბის ტარება მაღაზიებში, აგრეთვე ხალხმრავალ საჯარო ადგილებში და ადრე შემოღებული შეზღუდვა, რომელიც +65 წლის ხალხს და აგრეთვე ქრონიკულად დაავადებულებს სახლიდან გასვლას უკრძალავდა, გავრცელდება ყველაზე, ვინც 2000 და მომდევნო წლებშია დაბადებული.

ამ დროისთვის თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 47029 შემთხვევაა დადასტურებული და კორონავირუსით 1006 კაცია გარდაცვლილი.

ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930