გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: დასაკარგი დრო არ გვაქვს

13-04-2020

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ქვეყანაში მიმდინარე ეპიდვითარება მიმოიხილა და ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში კომიტეტის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველოში ვითარება შედარებით მსუბუქი სცენარით მიდის, ეს განაპირობა ძალიან დიდმა შრომამ და უდიდესმა ფინანსურმა დანახარჯმა. ჩვენთან ამ დროისთვის 266 ადამიანს აქვს დადასტურებული ვირუსი, აქედან 67 გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ არის 3 გარდაცვლილი, მაგრამ საერთო ეპიდვითარებიდან ეს დაბალი მაჩვენებელია. ზოგადად ეს პროცესი სამ ფაზას შეიცავს: ერთი არის შეკავების ფაზა, რომელიც ჩვენ აქტიურად გავიარეთ და ყველა შემდგომი ფაზის სიმძიმეს განაპირობებს მის წინა ფაზას როგორ გავივლით. ჩვენ გავიარეთ შეკავების ფაზა სწორად და ამიტომ სცენარიც პრეკრიზისულის არის შედარებით მსუბუქი, მაგრამ წინ გვაქვს კრიზისული ფაზა და გარდა იმისა, რომ ჩვენ სწორად უნდა დავგეგმოთ და შევაფასოთ ვითარება, შესაბამისი უნდა იყოს ქმედებებიც და რეკომენდაციების შესრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ჩვენ მივიღოთ კატასტროფული შედეგიც კი. შემდგომი დღეები ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მას ჭირდება სწორად დაგეგმარება, შესრულება და ადექვატური ქმედებები თითოეული მოქალაქის მხრიდან“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში კომიტეტის როლსა და კომიტეტის წევრების მიერ რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა.

„რაც შეეხება ჯანდაცვის სექტორს - ჯანდაცვის კომიტეტი წარმოდგენილია საკოორდინაციო საბჭოში. ჩვენ ვალდებულება ავიღეთ ზედამხედველობა განვახორციელოთ ჰოსპიტალურ სექტორზე. კრიზისულ ფაზაში წინა ხაზზე იქნებიან ექიმები, ამიტომ ჰოსპიტალური სექტორის მზაობას აქვს შეუცვლელი და უდიდესი მნიშვნელობა. ჩვენ პრაქტიკულად ყველა რეგიონი გავიარეთ, დაგვრჩა მხოლოდ რაჭა-ლეჩხული და სამცხე-ჯავახეთი. შევაფასეთ არსებული ვითარება და ყურადღებას ვაქცევთ როგორც ინფრასტრუქტურულ მზაობას, ასევე აღჭურვას, ინდივიდუალური დაცვის მარაგებს, მედპერსონალის გადამზადებას და დატრენინგების პროცესს“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დიმიტრი ხუნდაძემ პროცესების განვითარების შესაძლო სცენარებიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში ინფიცირებულთა ზრდა ნახტომისებურად მოხდება, მაშინ შესაძლოა ჯანდაცვის სისტემას შესაბამისი რესურსები არ აღმოაჩნდეს.

„ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ რათა არ იყოს ნახტომისეული ზრდა. არსებობს სხვადასხვა სცენარი და შესაძლებელია თეორიული სცენარი პრაქტიკულად იქცეს თუ ჩვენ არ გვექნება შესაბამისი მოქმედებები. ჩვენ თუ მივიღებთ ნახტომისეულ ზრდას შესაძლოა ჯანდაცვის სისტემას ვერ აღმოაჩნდეს შესაბამისი რესურსი. ახლა არ არის დასაკარგი დრო და ჩვენი ჩართულობა მაქსიმალური უნდა იყოს, რომ საზოგადოებას მივეხმაროთ. დღეს ამ მოცემულობაში აუცილებელია სწრაფად გავზომოთ და გადავჭრათ საკითხი, რათა არ დადგეს არასასურველი შედეგი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930