14-04-2020
რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებით მდგომარეობის გაუარესების შესახებ, პუტინმა კორონავირუსთან ბრძოლისადმი მიძღვნილ თათბირზე განაცხადა
“ჩვენ ვხედავთ, რომ ვითარება, პრაქტიკულად, ყოველდღიურად იცვლება და სამწუხაროდ, არა უკეთესობისკენ. იზრდება დაავადებული ადამიანების რიცხვი, ამასთან, სულ უფრო მეტ შემთხვევებში, სწორედ ავადმყოფობის მძიმე მიმდინარეობით”, – განაცხადა პუტინმა.
მან აღნიშნა, რომ მოსკოვი, სანკ-პეტერბურგი, მოსკოვის ოლქი და ქალაქი-მილიონრები მომეტებელი რისკის ტერიტორიებს მიეკუთვნებიან.
“აუცილებელია გავითვალისწინოთ სიტუაციის განვითარების ყველა სცენარი – ყველაზე რთული და ექსტრაორდინალურიც” და კორონავირუსთან ბრძოლაში, საჭიროების შემთხვევაში, შეიარაღებული ძალების საშუალებები უნდა გამოვიყენოთ, – თქვა პუტინმა.
შეგახსენეთ, რომ რუსეთში განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 2558 შემთხვევა გამოვლინდა. სულ, ამ დროისთვის კი ინფიცირების 18328 და გარდაცვალების 148 შემთხვევაა დადასტურებული